29 ივნისს დინამოელები ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი ზესტაფონს ესტუმრება და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება.
29 ივნისს დინამოს თავის ისტორიაში სულ 5 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია. თბილისელებმა 2- ჯერ იმარჯვეს და 3- ჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 6/11.
1947 წელს დინამო მოსკოვში ადგლობრივ თანაკლუბელბთან სამი უპასუხო გოლით დამარცხდა. ჩვენი გუნდი მოსკოველებს კიდევ 1954 და 1960 წლებში დაუპირისპირდა და ასევე გატანილი გოლების გარეშე 0:2 და 0:5 დათმო მატჩები. 1948 წელს ჩვენი გუნდი ლენინგრადს ეწვია და 4:1 იმარჯვა. გოლები ვიქტორ პანიუკოვმა, გიორგი ანთაძემ, ანდრო ზაზროევმა და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. 1975 წელს თბილისელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი მიიღეს. დათო ყიფიანის და მანუჩარ მაჩაიძის შედეგიანი თამაშით ლურჯ-თეთრებმა 2:0 იმარჯვეს.