• Geo
  • Eng
27.06.2018
გივი ჩოხელი - 81

1937 წლის 27 ივნისს დინამო თბილისის ლეგენდარული მცველი – გივი ჩოხელი დაიბადა. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, სსრკ- ს პირველობის ორგზის ბრინჯაოს მფლობელი. დინამო თბილისის რიგებში ასპარეზობისას 1957–1963 წლებში ჩაატარა 207 შეხვედრა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. 1969-1970 და 1974 წლებში იყო ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი. გივი ჩოხელი 1994 წელს გარდაიცვალა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024