29 ივნისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 60 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 41 შემთხვევაში იმარჯვეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 140/43 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2018 წლის 27 აპრილს დინამო არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ მასპინძელთა გამარჯვებიტ 4:1 დასრულდა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა (2) და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს.