15 წლამდე ჭაბუკთა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა, რომელც 14 წლამდე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული გაგრას უმასპინძლა და გეგიაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. დინამოელებმა 15 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეოთხეზე იმყოფებიან. ცხრილში პირველი ადგილი ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა განიმტკიცა, რომელმაც რუსთავი ხუთი უპსუხო გოლით დაჯაბნა. მელაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი სალუქვაძემ, ჩხეტიანმა და შენგელიამ გაიტანეს. დინამოელებს 7 თამაშის შემდეგ 7 მოგება აქვთ და მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ.
U14 დინამო 1:0 გაგრა
U14 დინამო: ბერუაშილი, ჯანაშია (მოლაშვილი 48), გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი (კერენჩხილაძე 53), ლაცაბიძე, თოდუა (გოგობერიშვილი 60), კობახიძე (ცხოვრებაშვილი 45), გეგიაძე, თათულაშვილი (არჩაია 43), ხუტიაშვილი (ნიკოლაიშვილი 53)
U15 დინამო 5:0 რუსთავი
U15 დინამო: ტურძილაძე (მოდებაძე 57), შაუთიძე (გოგოტიშვილი 36), სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, სიახრულაშვილი (მელაძე 31), ჩხეტიანი, შენგელია