• Geo
  • Eng
25.03.2018
14 წლამდელთა გამარჯვება უფროს ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოს მეორე შემადგენლობამ მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა. ჩვენი 14 წლამდელები, რომლებიც შეგახსენებთ, რომ 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამო 2- ის სახელით იღებენ მონაწილეობას, ცხინვალს დაუპირისპირდნენ. მატჩი მთლიანად ვასილ გეგუჩაძის შეგირდების უპირატესობით წარიმართა და ეს ყველაფერი საბოლოო ანგარიშშც აისახა. დინამომ მეტოქეს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. ცხინვალთან ჰეთ თრიქი თათულაშვილმა შეასრულა, დუბლი გეგიაძემ და ცხოვრებაშვილმა გაიფორმეს, ერთი გოლიც ლაცაბიძის ანგარიშზეა.

 

U15 ცხინვალი 0:8 U14 დინამო

U14 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია (ჯანაშია 45), მოლაშვილი (გოგობერიშვილი 45), ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე (აღდგომელაშვილი 35), ლაცაბიძე (გაფრინდაშვილი 35), თოდუა, კობახიძე (ცხოვრებაშვილი 35), გეგიაძე, თათულაშვილი, ხუტიაშვილი (ნიკოლაიშვილი 35)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024