მათე ვაწაძე დინამოში დაბრუნდა. 29 წლის ფორვარდმა მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. ვაწაძე დინამოში 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი. ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბოლოს დანიური სილკებორგის ღირსებას იცავდა, მანამდე კი დანიურ ვიბორგში და ორჰუსში გამოდიოდა. მათეს ასევე ვოლგაში, გორის დილაში და ლოკომოტივში უთამაშია.