• Geo
  • Eng
17.05.2018
19 წლამდელები სრული სვლით

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ მეთერთმეტე ტურის მატჩი ჩაატარა და მორიგი შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი შატილის სტადიონზე ნორჩ დინამოს შეხვდა და 8:0 დაჯაბნა მეტოქე. მოისწრაფიშვილმა შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი გულდედავას ანგარიშზეა, თითო გოლი კი გაბუნიამ, ბერიაშვილმა და აზაროვმა გაიტანეს. დინამოელებს 11 თამაშის შემდეგ გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 61/4 აქვთ. პირველ ადგილზე მყოფი დინამო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში 28 მაისს საბურთალოს უმასპინძლებს.

 

U19 ნორჩი დინამო 0:8 დინამო თბილისი

U19 დინამო: კუტალაძე, გაბელაია (ჭავჭანიძე 57), ბასარია, გაბედავა, აზაროვი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (გოგობერიშვილი 46), ბერიაშვილი, გულდედავა, კაკულია (ჯანგველაძე 57), გაბუნია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024