13 მაისს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში დინამო არენაზე გასამართი თბილისური დერბი უმაყურებლოდ ჩაივლის. ეს გადაწყვეტილება სფფ- ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო. დინამო - ლოკომოტივის მატჩზე დასწრება მედია საშვის წარდგენის შემთხვევაში ჟურნალისტებს შეეძლებათ. შეგახსენებთ - შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.