დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატში მეცხრე მატჩი ჩაატარა და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის კრებული პირველი გუნდის დარად რუსთავს დაუპირისპირდა. ფოლადის სტადიონზე გამართული მატჩი დინამოელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. თბილისელებმა 8:0 იმარჯვეს. დუბლი გულდედავამ შეასრულა, დანარჩენი გოლები კი გაბელაიამ, კაკულიამ, კიტეიშვილმა, ხარშილაძემ, გაბუნიამ და მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. ამ მოგებით თბილისელებს 22 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან.
U19 რუსთავი 0:8 დინამო
U19 დინამო: მამარდაშვილი, უგრეხელიძე, ბასარია, გაბელაია, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი (ბერიაშვილი 46), გულდედავა, პ. კიტეიშვილი, ხარშილაძე, კაკულია (გოგობერიშვილი 46), გაბუნია (მოისწრაფიშვილი 46)