12 ივლისს დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას სლოვაკეთში გამართავს. დუნაისკა სტრედა ჩვენს გუნდს მოლ არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის ირფან პელიტო გახლავთ. მას ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელიო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჰარის კალიანაჩი იქნება. მატჩის დელეგატია ჩეხი პეტრ ფუსეკი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი პორტუგალიელი ლუსილიო ბატისტა გახლავთ.