ჭაბუკთა ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრა დინამოს 14 წლამდელთა გუნდმა ჩაატარა და დიდი ანგარიშითაც იმარჯვა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ცხინვალს უმასპინძლა და რვა უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. დუბლი ცხოვრებაშვილის ანგარიშზეა. თითო გოლი ცხინვალის კარში კი ხუტიაშვილმა, გოგებაშვილმა, კობახიძემ, თათულაშვილმა, ქართველიშვილმა და არჩაიამ გაიტანეს. დინამო-2 სატურნირო ცხრილში ისევ მეოთხე ადგილზე იმყოფება, თუმცა ბოლო წარმატებული მატჩების შემდეგ სხვაობა მეორეადგილოსანთან 5 ქულამდე დაიყვანეს.
ერთით მეტი გოლი გაიტანეს და 9:0 დაჯაბნეს თელავი დინამოს 19 წლამდელებმა. თბილისელები 10 ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 25 ქულით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. რაც შეეხება თელავთან შეხვედრას, ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს მასპინძელთა კოლოსალური სათამაშო უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ გაბუნიამ პოკერი შეასრულა შეხვედრაში. თითო გოლი სტუმრებს ბერიაშვილმა, აზაროვმა, ბაბუნაძემ, გულდედავამ და ხარშილაძემ გაუტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 20 მაისს ნორჩ დინამოს შეხვდება.
U14 დინამო 8:0 U15 ცხინვალი
U19 დინამო 9:0 თელავი
U14 დინამო-2: ჯოჯუა, მოლაშილი, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 36), ბაგრატიონი (ჯანაშია 36), კვერენჩხილაძე (აღდგომელაშვილი 36), გოგებაშვილი, ცხოვრებაშვილი, კობახიძე (თოდუა 36), გეგიაძე (არჩაია 36), თათულაშვილი, ხუტიაშვილი (ქართველიშვილი 36)
U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ძოწენიძე (მექვაბიშვილი 19), აზაროვი, ბერიაშვილი, გულდედავა, კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 46), კაკულია (გაბუნია 46), ხარშილაძე, ბაბუნაძე