• Geo
  • Eng
17.05.2018
17 დინამოელი ჭაბუკთა ნაკრებებში

22 და 24 მაისს საქართველოს 15 და 16 წლამდე ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. 15 წლამდელები ლუქსემბურგში ადგილობრივ თანატოლებს შეხვდებიან, ხოლო ზვიად ჯელაძის გუნდი ერევანში სომეხ თანატოლებს ორჯერ გაეჯიბრება. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად გიორგი ჩიტაურმა დინამოდან 6 ფეხბურთელს უხმო. ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებში ნაკრების ღირსებას ლუკა შურღაია, გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა, ნიკა სიხარულაშვილი, ლუკა გაგნიძე და ჯადული იობაშვილი დაიცავენ. 16 წლამდელებში კი ლუკა ხარშილაძე, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, თორნიკე მორჩილაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი სიჭინავა, ბაკურ ჯინჯოლავა, ირაკლი აზაროვი, გიორგი მირზიკაშვილი და დავით ზურაბიანი მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024