ბაქოში, დალგა არენაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც აზერბაიჯანის 20 წლამდე ნაკრებმა საქართველოს 20 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა. თანაბარი და საინტერესო შეხვედრა საბოლოოდ ახალგაზრდა ჯვაროსნების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა დავით მუჯირმა და დავით სამურკასოვმა ზუსტი დარტყმებით საფინალო ანგარიში დააფიქსირეს. ვასილ მაისურაძემ შეხვედრაში სამი დინამოელი - ფირუზ გაბიტაშვილი, მიხეილ ერგემლიძე და ბექა დარცმელია ათამაშა.