• Geo
  • Eng
07.04.2018
მეორე ეტაპი იზმირის თასზე

დინამო თბილისის 12 წლამდელთა გუნდი თურქეთში იმყოფება, სადაც იზმირის თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. დღეს თბილისელები ტურნირის დამამშვიდებელ ეტაპზე თურქულ ბოლუსფორს და ყირგიზულ ანადოლუს ორ-ორჯერ შეხვდნენ. დინამო ბოლუსფორთან პირველ მატჩში 0:1 დამარცხდა, შემდეგ კახა გოგოლაძის შეგირდებმა ანადოლუ 4:0 დაჯაბნეს და უგოლოდ დაცილდნენ ბოლუსფორს. ანადოლუს კარში გოლები ფეიქრიშვილმა, ბურდიაშვილმა, კერესელიძემ და ჩიკვილაძემ გაიტანეს. ანადოლუსთან მეორე პაექრობა კი ისევ დინამოელებმა მოიგეს, ამჯერად 2:1, გოლები კი პატარკაციშვილმა და ბენდიანაშვილმა გაიტანეს. დღის ბოლოს თბილისური გუნდი თურქულ ალტაის შეხვდა და ფრედ ნათამაშები 1:1 შემდეგ (გოლი ნაჭყებიას ანგარიშზეა), დინამომ პენალტების სერიაში 4:2 იმარჯვა. ხვალ ჩვენი 12 წლამდელები ოსმანლისფორს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ კახა გოგოლაძის გუნდმა პირველ დღეს E ჯგუფში ექვსი მატჩი ჩაატარა (რეგლამენტით 25 წუთიანი მატჩები ტარდება). დინამომ 2:1 აჯობა თურქულ ბორნოვას და 0:1 დათმო პოლონურ სლასკთან. თურქულ ბურსასფორთან და პენდიქთან, შეფილდ უენსდეისთან და პორტუსთან თბილისელებმა ფრედ 0:0 ითამაშეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024