• Geo
  • Eng
26.07.2018
19 წლამდელთა სპარინგი

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა აკადემიაში შეკრებაზეა გადასული. თბილისელებმა ამხანაგური შეხვედრაც გამართეს, რომელშიც მარკ სტარსს უმასპინძლეს და ფრედ 2:2 დაცილდნენ. ვლადიმერ კაკაშვილმა ორი განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა. დინამოელებმა პირველ ნახევარში ორი გოლი გაუშვეს, წონოსაწორობა კი მეორე ტაიმში ნიკოლოზ ხორხელის და ლუკა გილმორის გოლებით აღადგინეს. პირველი დინამოს ახალგაზრდული გუნდის ახალწვეულია, მეორე გოლის ავტორი კი ჩვენს გუნდში სინჯებზე მყოფი ნიგერიელი ფეხბურთელია. დინამოელები 29 ივლისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომელშიც საფეხბურთო კლუბ სპაერს დაუპირისპირდებიან.

 

U19 დინამო 2:2 მარკ სტარსი

U19 დინამო: ხარშილაძე, გაბელაია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ბერიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გულდედავა, აზაროვი, გაბუნია

მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, გილმორი, ბასარია, გაბედავა (ჩარკვიანი), გაბიტაშვილი, ლომთაძე, ხორხელი, გოგობერიშვილი, წოწონავა, აწყურელი, ბაბუნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024