საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 3 და 6 ივნისს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები უელსის ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. გია ცეცაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელია შეყვანილი. ნაკრების ფორმას ოთო გოშაძე, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი და აკაკი შულაია მოირგებენ.