• Geo
  • Eng
14.04.2018
ორმაგი გამარჯვება 15 წლამდე ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოს მეორე შემადგენლობამ მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარა. ჩვენმა 14 წლამდელებმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და არასაფეხბურთო ანგარიშით 9:0 დაამარცხეს მეტოქე. მატჩი მთლიანად ვასილ გეგუჩაძის შეგირდების უპირატესობით წარიმართა და ეს ყველაფერი საბოლოო ანგარიშშც აისახა. დუბლი გეგიაძემ შეასრულა, დანარჩენი ექვსი გოლი კი მოლაშვილმა, ცხოვრებაშვილმა, ნიკოლაიშვილმა, აღდგომელაშვილმა, არჩაიამ და ხუტიაშვილმა გაიტანეს. ერთი შედეგიანი დარტყმაც ავტო-გოლს მოჰყვა. 14 წლამდელებმა სატურნირო მდგომარეობა გამოისწორეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე ავიდნენ.

თავისი გამარჯვება მოიპოვა 15 წლამდე გუნდმაც. ვახტანგ იაგრაშვილის კრებული ჯგუფში მაქსიმალური შედეგით ლიდერობს. დინამომ სფფ- ს მეორე გუნდი მიიღო და 2:1 დაამარცხა. გოლები ხვადაგიანისა და ჩხეტიანის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ დინამოელთა ეს გუნდი მოახლოებულ დარასელიას თასზე მიიღებს მონაწილეობას.

 

U14 დინამო 9:0 ვიტ ჯორჯია

U15 დინამო 2:1 სფფ 2

 

U14 დინამო: ჯოჯუა, არჩაია (ქართველიშვილი 43), მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე (გოგებაშვილი 43), თოდუა, ცხოვრებაშვილი (გაფრინდაშვილი 35), თათულაშვილი (კობახიძე 35), გეგიაძე (კერენჩხილაძე 35), ნიკოლაიშვილი (ხუტიაშვილი 35)

U15 დინამო: ტურძილაძე, ბაბლუანი, ხვადაგიანი, სალუქვაძე, უბილავა (ქავთარაძე 20), შაუთიძე (გოგობერიშვილი 30), გაგნიძე, სიჭინავა, სიხარულაშვილი (შენგელია 53), ჩხეტიანი (უდესიანი 59), იობაშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024