დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის განახლებამდე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელშის საფეხბურთო კლუბ სპაერს უმასპინძლა და ხორხელის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. პირველობის განახლებამდე, რომელშიც დინამოელები ბათუმელ თანაკლუბელებს 30 აგვისტოს მიიღებენ, ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე სპარინგ მატჩს გამართავს. ვლადიმერ კაკაშილის შეგირდები 4 აგვისტოს შევარდენს უმასპინძლებენ. 6 რიცხვში საუდის არაბეთის ნაჰდას შეხვდებიან. 11 და 14 აგვისტოს კი საბურთალოს და ლოკომოტივს გაეჯიბრებიან.
U19 დინამო: მამარდაშვილი, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბელაია, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ბერიაშვილი, გულდედავა, აზაროვი, გაბუნია
მეორე ტაიმში შევიდნენ: ხარშილაძე, ბაძაღუა, წოწონავა, ხორხელი, ლომთაძე, აწყურელი, გოგობერიშვილი, ჩარკვიანი, ხვადაგიანი