• Geo
  • Eng
27.05.2018
დინამოელთა გოლები ასაკობრივ ნაკრებებში

საქართველოს 15 და 16 წლამდე ნაკრებებმა სომხეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართეს. ერევანში სომხეთის 16 წლამდელეთან ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, ხოლო ლუქსემბურგთან 2:2 ნათამაშებ შეხვედრაში თავი ლუკა გაგნიძემ გამოიჩინა. გიორგი ჩიტაურმა გოლის ავტორის გარდა გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა და ნიკა სიხარულაშვილი ათამაშა. ზვიად ჯელაძემ კი საბა ხვადაგიანი, ლევან ოსიყმაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი სიჭინავა, თორნიკე მორჩილაძე და ლუკა ლაცაბიძე დატვირთა. შეცვლაზე ლაშა კვარაცხელია, ზურა ერაძე და გიორგი მირზიკაშვილი შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024