მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეცამეტე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ გუნდის შემტევი - აკაკი შულაია (3) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ასევე აკაკი შულაია (4) დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში დემეტრე ბულისკერიას (2) და ლუკა ლოჩოშვილს ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეცამეტე ტურის სიმბოლურში დემეტრე ბულისკერია დაასახელა.