• Geo
  • Eng
29.05.2018
18 წლამდელთა გამარჯვება და ბაბუნაძის გოლი

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მასპინძელთა ნაკრები ჭაბუკმა ჯვაროსნებმა დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გოლები თურქების კარში გიორგი ივანიაძემ, გიორგი გულიაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და თამაზ ბაბუნაძემ გაიტანეს. გიორგი მიქაძემ ძირითად შემადგენლობაში დინამოელები - დემეტრე ბულისკერია, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა დარცმელია და თაზო ბაბუნაძე ათამაშა. შეცვლაზე კი ნიკა გაბელაია და თემურ გაბუნია შეიყვანა. 1 ივნისს საქართველოს მეტოქეობას მაკედონია გაუწევს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024