დღეს დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდი საუდის არაბეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს - ნაჰდას დაუპირისპირდა და ლაშა ქოჩლაძის გოლით 1:0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის შემადგენლობაში პირველი გუნდიდან რამდენიმე ტრავმამოშუშებულმა ფეხბურთელმა ითამაშა. მომდევნო სპარინგს 19 წლამდე დინამოელები 11 აგვისტოს ჩაატარებენ.
U19 დინამო: მამარდაშვილი, ბაძაღუა, ქაფიანიძე, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი, ქოჩლაძე, ბაბუნაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: უგრეხელიძე, გულდედავა, მოისწრაფიშვილი, ბერიაშვილი, გაბუნია, მექვაბიშვილი, გაბელაია