დინამოს აკადემიის ორი გუნდი ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის XI საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონობა 2009 და 2007 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდებმა იზეიმეს. ფინალური მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა. ორივე გუნდმა გამარჯვება საბურთალოსთან მოიპოვა. 9 წლამდელებმა შალვა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით საბურთალო 7:1 დაჯაბნეს. ორი გოლი ეკუტიძემ გაიტანა, დანარჩენი კი ბინიაშვილმა, ჯამარაულმა, ესვანჯიამ, სხირტლაძემ და კუპრეიშვილმა. გაცილებით დაძაბული გამოდგა 11 წლამდე გუნდების ფინალი, რომელშიც დინამომ საბურთალოს 2:1 აჯობა. რევაზ გვარაკიძის გუნდიდან გოლები კაკაშვილმა და სალიამ გაიტანეს. ჩვენი აკადემიის 8 წლამდელთა გუნდმა ზურა ელიავას თავკაცობით ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. დინამოელებმა ასევე ინდივიდუალური პრიზებიც დაიმსახურეს.
2009 წლიანებში საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა. საუკეთესო კაპიტანი დათო ესვანჯია, საუკეთესო ფეხბურთელი კი გიორგი გერგედავა.
2008 წლიანებში საუკეთესო მცველია საბა ხარებაშვილი
2007 წლიანებში საუკეთესო მეკარე დავით ღვარძელაშვილი, საუკეთესო ფეხბურთელი კოკი კაკაშვილი, საუკეთესო კაპიტნად კი ლუკა წულაია დასახელდა.
U9 დინამო: წიკლაური, ესვანჯია, ცქვიტაია, გერგედავა, ბინიაშვილი, ჯამარაული, ეკუტიძე, ჭელიძე, სხირტლაძე, კუპრეიშვილი, მახარობლიშვილი, მესხიშვილი
U11 დინამო: ღვარძელაშვილი, გვასალია, ჩიქოვანი, წულაია, კაკულია, გვაზავა, ჭოლოკავა, ბარნოვი, ხუციშვილი, ნათენაძე, კაკაშვილი, რეხვიაშვილი, სალია, აბაშიძე,