საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მალტის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ავსტრიულ შვაცში გაიმართა, გოლი კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მატჩის 89- ე წუთზე გაიტანა. საგოლე კომბინაციაში ოთარ კიტეიშვილმა და ნიკა კაჭარავამ მიიღეს მონაწილეობა, პენალტი სწორედ ჩვენი გუნდის კაპიტნის აკრძალული ხერხით შეჩერების გამო დაინიშნა. შეხვედრაში დინამოელთაგან ოთარ კიტეიშვილის გარდა ასევე ბუდუ ზივზივაძემ იასპარეზა, ხოლო სათადარიგოებში ლევან ხარაბაძე გახლდათ.