საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მინი ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. გიორგი მიქაძის გუნდმა მასპინძელთა ნაკრების 4:1 დამარცხების შემდეგ, მაკედონიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. გოლები გიორგი გულიაშვილმა და დინამოელმა ბექა დარცმელიამ გაიტანეს. ძირითად შემადგენლობაში კი 5 დინამოელმა - გიორგი მამარდაშვილმა, არჩილ ბასარიამ, ფირუზ გაბიტაშვილმა, ბექა დარცმელიამ და თაზო ბაბუნაძემ ითამაშეს. შეცვლაზე ნიკა გაბელაია და თემურ გაბუნია შევიდნენ.