• Geo
  • Eng
24.04.2018
დარასელიას თასი ესპანიოლის გამარჯვებით დაიწყო

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე დაიწყო დარასელიას თასის გათამაშება. ტურნირის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს სფფ- ს აკადემიის და ესპანიოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო შეხვედრა მაღალ რიტმში წარიმართა. სათამაშო უპირატესობას ძირითადად სტუმრები ფლობდნენ, თუმცა სფფ- ს გუნდიც სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა მეტოქეს და ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. ესპანელებმა კი თავისი უპირატესობა თითო ტაიმში გატანილ თითო გოლში ასახეს და საბოლოოდ 2:0 იმარჯვეს. გოლები პოლ მოლინამ 11’ და პოლ ფელისესმა 54’ გაიტანეს.

სფფ- ს აკადემია 0:2 ესპანიოლი

გაფრთხილება: მაყაშვილი 65’  ჟისპერი 68’

სფფ- ს აკადემია: ხაბაზი, ტალახაძე, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ლატარია, ფოცხვერია, მაყაშვილი, მეხტიევი (გოგოხია 47), პატაშური (სეხნიაშვილი 52), ბეჭვაია (ჟივიძე 39), ქუნთელია (თავზარაშვილი 39)

ესპანიოლი: პლაზა (ერვასი 36), დ. მოლინა (ერასი 36), პერეირა, ბუბაქარი, მოლინო (ნიეტო 56), კუენკა, პ. მოლინა (კასტელო 30), რეგატიიო (რამოსი 36), ფორტუნი (ილალი 36), ჟუსტო (ფელისესი 36), ჟისპერი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024