დინამომ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი - ლევან შენგელია დაიმატა. მან ბოლო სამი სეზონი ბელგიურ ტუბიცეში გაატარა, 2017 წელს კი განათხოვრებით სმ. კორეულ დაჯეონ სიტიზენში იმყოფებოდა. შენგელიას სამშობლოში გორის დილას, ქუთაისის ტორპედოს და ფოთის კოლხეთის რიგებში უასპარეზია. იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი. კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა, შენგელია კი დედაქალაქურ კლუბში 27 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.