საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები აგრძელებს მზადებას. თურქეთში მინი ტურნირის მოგების შემდეგ ჭაბუკი ჯვაროსნები ბულგარეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გოლი კი მასპინძელთა კარში შეხვედრის დებიუტში დინამოელმა თაზო ბაბუნაძემ გაიტანა. მის გარდა გიორგი მიქაძემ ძირითად შემადგენლობაში ჩვენი გუნდიდან დემეტრე ბულისკერია, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი და ბექა დარცმელია (კაპიტანი) ათამაშა. შეცვლაზე ნიკა გაბელაია და თემურ გაბუნია შევიდნენ. კიდევ ერთ მატჩს ეს გუნდები 7 ივნისს ჩაატარებენ.
ფოტო (c) ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის სოც. მედია