დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ჩიხურას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეხუთე წუთზე შეეძლოთ, დარტყმა ბუდუ ზივზივაძეს არ გამოუვიდა. გოლი კი დინამოელებმა ამ მომენტიდან 4 წუთში გაიტანეს, გიორგი ივანიშვილის გადაცემით დმიტრო ივანისენიამ ისარგებლა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა. გოლის შემდეგ თამაში ისევ მაღალ რიტმში გაგრძელდა, სტუმრების ორიოდე უშედეგო შეტევას მასპინძელთა პასუხი მოჰყვა, დინამოელებმა შეტევაში რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს და ბოლო მომენტში საგოლე შეტევა ქარს გაატანეს. ასევე აკაკი შულაიას ორი სახიფათო შეტევაა აღსანიშნავი და ორივე შემთხვევაში ჩაწოდებულ ბურთს ადრესატამდე სიზუსტე დააკლდა. ტაიმის ბოლოსკენ გიორგი ივანიშვილს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა. საპასუხოდ კი თბილისელთა კარი დემეტრე ბულისკერიამ იხსნა მას შემდეგ რაც გიორგი გაბედავას ერთი ერთზე დარტყმული ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმი ესეც დამთავრდა. მეორე ნახევარში თამაში შედარებით დაბალ გაგრძელდა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ეპიზოდურად საჩხერლებიც ამწვავებდნენ თამაშს. 74- ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო ბურთი, დარტყმა კი დიდი მანძილით აცდა დინამოს კარს. მე- 80 წუთზე უკვე გიორგი ივანიშვილმა გაუშვა ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა, მეკარესთანპირისპირ დარჩენილმა დინამოს შემტევმა დინო ჰამზიჩს ვეღარ აჯობა. საბოლოოდ მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები ლოკომოტივთან საქართველოს თასის 1/16 ფინალურ სტადიაზე გამართავენ.
დინამო 1:0 ჩიხურა
გოლი: 1:0 ივანისენია 9’
დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ნინუა (კუცია 64), ივანისენია (ქოჩლაძე 60), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე (ერგემლიძე 83)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი (ჩიხლაძე 66), გაბედავა, კახაბრიშვილი (გუგა 77), კაკუბავა, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი, ბუხაიძე (ცხადაძე 46)
მსაჯი: ჯ. ხორავა