დღეს დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში პირველი ტურის მატჩი გამართა, რომელშიც სამტრედიას უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ვახტანგ იაგორაშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშშიც აისახა. დედაქალაქელებმა სამტრედია ექვსი უპასუხო გოლით დაამარცხეს და ოქროს ლიგაში პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს. ჰეთ თრიქი აბუაშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი იობაშვილმა, ბაბლუანმა და შენგელიამ გაიტანეს. მეორე ტურის შეხვედრას დინამო სფფ- ს აკადემიის მეორე გუნდთან 15 ივნისს გამართავს.
U15 დინამო 6:0 სამტრედია
U15 დინამო: შურღაია, გოგოტიშვილი (გოგობერიშვილი 50), სალუქვაძე (უბილავა 36), ხვადაგიანი, ქავთარაძე, გაგნიძე (ხვიჩია 36), სიჭინავა, აბუაშვილი, სიხარულაშვილი (ბაბლუანი 36), ჩხეტიანი (მელაძე 50), იობაშვილი (შენგელია 36)