• Geo
  • Eng
26.04.2018
სპარტაკმა ნახევარფინალის საგზური მიიღო

დღევანდელი დღის მეორე მატჩში სფფ- ს აკადემია მოსკოვის სპარტაკს შეხვდა. საინტერესო მატჩი საბოლოოდ მოსკოველების გამარჯვებით 2:1 დასრულდა და სპარტაკი ნახევარფინალში დინამო თბილისს შეხვდება. დღევანდელი მატჩი კი მაღალ ტემპში წარიმართა. სტუმრაბმა მე- 20 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თავი მაქსიმ ერმაკოვმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით გოგოხიამ ანგარიში გაათანაბრა და სფფ- ს ფეხბურთელებმა უფრო მეტად შეუტიეს მეტოქეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. სპარტაკმა კი მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. თავი ვიტალი შიტოვმა გამოიჩინა. ამრიგად ბ ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით ესპანიოლმა დაიკავა, მეორე ადგილზე მოსკოვის სპარტაკი 6 ქულით გავიდა. მესამე ადგილი კიევის დინამომ 4 ქულით დაიკავა და სფფ- ს აკადემია უქულოდ მეოთხე ადგილზეა.

 

სფფ- ს აკადემია 1:2 სპარტაკი

გოლი: ერმაკოვი, გოგოხია, შიტოვი

გაფრთხილება: პატაშური

 

სფფ- ს აკადემია: კაპანაძე, ტალახაძე, სეხნიაშვილი, აბჟანდაძე, ლატარია, ფოცხვერია, გოგოხია, მაყაშვილი, მეხტიევი, პატაშური (კოტია 65), ქუნთელია

სპარტაკი: მელოიოხინი, გენჩუ, დეტენიშევი, ერმაკოვი, ლაიკინი, ლაშკოვი, ალ. მირონოვი (ზავოლოკინი 40), არ. მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, შიტოვი (შაგიახმეტოვი 58)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024