უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დინამო თბილისის მეტოქე 20 ივნისს გაირკვევა. მანამდე კი ცნობილი გახდა ხუთი სავარაუდო მეტოქე. მოგეხსენებათ თბილისელები პირველ ეტაპზე განთესილები არიან და ამ ხუთი გუნდიდან ერთ ერთს შეხვდებიან: პროგრეს ნიდერკორნი (ლუქსემბურგი), შიროკი ბრიეგი (ბოსნია და ჰერცოგოვინა), შკუპი (მაკედონია), შტუმბრასი (ლიეტუვა), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი).
მატჩები 12 და 19 ივლისს გაიმართება.