• Geo
  • Eng
30.04.2018
19 წლამდე ლიგაში დინამომ სიონი დაჯაბნა

თბილისელებმა 19 წლამდელთა ლიგაში მერვე მატჩი ჩაატარეს და მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა, მატჩის პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ ცხრა უპასუხო გოლი გაუტანა. ჰეთ თრიქი გულდედავამ შეასრულა, დუბლი მექვაბიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ბერიაშვილმა, მოისწრაფიშვილმა, ხარშილაძემ და გაბუნიამ გაიტანეს. ამ მოგებით ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს 19 ქულა დაუგროვდა და საბურთალოსთან ერთად იყოფს პირველ ადგილს, თუმცა დინამოს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

U19 დინამო 9:0 სიონი:

U19 დინამო: კუტალაძე, კალანდაძე, ბასარია, გაბელაია, გაბიტაშვილი (გაბედავა 46), მექვაბიშვილი, გულდედავა, ბერიაშვილი (მოისწრაფიშვილი 46), ხარშილაძე (გოგობერიშვილი 46), კაკულია, გაბუნია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024