• Geo
  • Eng
30.04.2018
ინდივიდუალური პრიზები დარასელიას თასზე

დარასელიას თასზე ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც ესპანიოლმა დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა, გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციებში გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს. შეჯიბრის საუკეთესო მეკარე მინსკის დინამოს კარის დარაჯი - სერგეი იურასოვი გახდა, რომელიც ჩვენმა ვეტერანმა კიპერმა ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა. საუკეთესოდ მცველად ორგანიზატორებმა ჩვენი დინამოელი საბა ხვადაგიანი აღიარეს. მას პრიზი ვეტერანმა დინამოელებმა დავით მუჯირმა და ვახტანგ ქორიძემ გადასცეს. ტურნირის საუკეთესო გოლად დინამო თბილისის შემტევის - გიორგი აბუაშვილის გოლი ჯენოას კარში იქნა აღიარებული. აბუაშვილი სფფ- ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა. ტურნირის აღმოჩენა ასევე დინამოელი - ჯადული იობაშვილი გახდა, რომელსაც პრიზი ჩვენი გუნდის თავკაცმა კახი კაჭარავამ გადასცა. გათამაშების ბომბარდირი კიევის დინამოელი - კირილ პოპოვი გახდა. იგი სფფ- ს ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. დარასელიას თასის საუკეთესო ფებურთელის პრიზი კი დინამოს ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ ესპანიოლის შემტევს - ერიკ კუენკას გადასცა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024