• Geo
  • Eng
29.04.2018
დარასელიას თასზე გუნდებმა ადგილები გაინაწილეს

დარასელიას თასის მესამე გათამაშების დასკვნით დღეს გუნდებმა საბოლოო ადგილები გაინაწილეს. მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ერთმანეთს სფფ- ს აკადემიისა და ვიტესის 15 წლამდე გუნდები შეხვდნენ. ეს მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ჰოლანდიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი მელვინ ესაიასმა გაიტანა.

მეხუთე ადგილისთვის ერთმანეთს ჯენოა და კიევის დინამო დაუპირისპირდნენ. თვალსასეირო მატჩი ორი განსხვავებული სცენარით წარიმართა. პირველ ტაიმში იტალიელებმა გაილაღეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს უკრაინელებს. გოლები სამუელე პიკარდომ, დანიელ ფოსატიმ და გაბრიელე ინსოლიტომ გაიტანეს. მეორე ნახევარში უკვე კიეველებმა იყოჩაღეს და თანაფარდობა აღადგინეს. თავი ორჯერ კირილ პოპოვმა გამოიჩინა და ერთი გოლიც ივან ვიდოსევიჩმა გაიტანა. საბოლოოდ გენუელებმა მაინც იძალეს და გამარჯვების გოლი ინსოლიტომ შეაგდო. მატჩი ჯენოას სასარგებლოდ 4:3 დასრულდა.

მესამე ადგილისთვის კი ერთმანეთს მოსკოვის სპარტაკი და მინსკის დინამო ეცილებოდნენ. ეს შეხვედრაც შეიძლება ითქვას, ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, იმ განსხვავებით, რომ პირველ ნახევარში მინსკელებმა თავისი სათამაშო უპირატესობა ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმში კი მოსკოველებმა ივარგეს. სპარტაკმა ხუთჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ჰეთ თრიქი ეგორ ლაშკოვმა შეასრულა, ერთი გოლი მიხაილ პილიპენკომ გაიტანა და ერთიც მიხაილ კოჟუხარენკომ თავის კარში ჩაჭრა. ამრიგად დარასელიას თასზე ბრინჯაოს მედლები მოსკოვის სპარტაკმა მოიპოვა.

 

სფფ- ს აკადემია 0:1 ვიტესი

გოლი: ესაიასი

გაფრთხილება: ზოსიაშვილი, თაგორიშვილი, ბეჭვაია, ვან ბეემი, გადელა, გროტენჰაისი

გაძევება: ზოსიაშვილი

სფფ- ს აკადემია: ხარატიშვილი, ფერცულიანი, გრიგალაშვილი, აბჟანდაძე, მეხტიევი, ზოსიაშვილი, ონიანი, მაყაშვილი, თაგორაშვილი, ქუნთელია, ტალახაძე

ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესაიასი, დავიდსი, სიურული, დერკსენი, სმიტსი, ვან რიინი, გროტენჰაისი, სვინკელსი, სესაი

 

ჯენოა 4:3 დინამო კიევი

გოლი: პიკარდო, ფოსატი, ინსოლიტო (2), პოპოვი (2), ვიდოსევიჩი

ჯენოა: დელა პინა, ბოჩი, ბოლკანო (ჯილიოტი 44), კასტილიონე, დი ბელა (ანშარი 36), ფანჩინი (ბიაჯი 52), ფოსატი (ბაშეროტი 40), ინსოლიტო, ორვიეტო, პიკარდო, ვასალო (ნეში 36)

დინამო კიევი: ფასტოვი (იჰნატენკო 42), ბერეზანსკი (ორუჯევი 36), ბოლი, მაზური, მელნიკი (სკრიპნიკი 36), მიშჩენკო (დემიდენკო 65), პოპოვი, ვოლოშინი (ტრიკოზი 36), ხაცკევიჩი (ვიდოსევიჩი 36), ზდირკო, კირილიუკი

 

სპარტაკი 5:0 დინამო მინსკი

გოლი: ლაშკოვი (3), პილიპენკო, კოჟუხარენკო ა.გ.

გაფრთხილება: პილიპენკო

სპარტაკი: მელიოხინი (მიხაილოვი 68), გენჩუ (ლაშკოვი 36), დეტენიშევი, ერმაკოვი (მირონოვი 36), ლაიკინი, პილიპენკო, რომანოვი (ტრაპიცინი 36), საფარიანი, თუმანიანი (ზავოლკინი 60), შაგიახმეტოვი, შიტოვი (მირონოვი 47)

დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ბარანოვსკი, ავტუშკო, გრიცკევიჩი, საკოვსკი,ჟევნერენკო, ლოჟკინი, ლატიხოვი, კიემიდინოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024