• Geo
  • Eng
31.08.2018
დინამომ საჩხერის ჩიხურას აჯობა

დინამომ ეროვნული ლიგის 23- ე ტურის შეხვედრა ივანწმინდაში გამართა და საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დედაქალაქელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა და სწრაფი გოლიც გაიტანეს. შეხვედრის მე-7 წუთზე აკაკი შულაიას (რომელიც მთელი შეხვედრა გამორჩეულად აქტიური გახლდათ) ზუსტი გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ შეირგო და ანგარიშიც გახსნა. ამას თბილისელთა კიდევ რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო შეტევა მოჰყვა. ტაიმის შუიდან უპირატესობას უკვე მასპინძლები დაეუფლნენ და 28- ე წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავამ გაქვითა. ტაიმი ესეც დამთავრდა. მეორე ნახევარი კი ძირითადად სტუმართა შეტევებში მიილია. 55- ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში აკაკი შულაიაზე უხეში თამაში დაფიქსირდა, თერთმეტმეტრიანიდან ნიკა ნინუამ დაარტყა, მაგრამ ბურთი დინო ჰამზიჩმა უკუაგდო, რასაც დამატებაზე ბუდუ ზივზივაძის არაზუსტი თამაში მოჰყვა და დინამომ გოლის გატანის მორიგი შანსი გაუშვა ხელიდან. თბილისელებმა განაგრძეს ზეწოლა და საბოლოოდ შედეგი 72- ე წუთზე მიიღეს. აკაკი შულაიამ შეტევის მარცხენა ფრთაზე ორ მეტოქეს აუარა გვერდი, საჯარიმოს ცენტრში გიორგი კუციას უპასა, რომელმაც ერთი შეხებით დინამოს გამარჯვების გოლი გაიტანა. თბილისელებმა მორიგი 3 ქულა მოიპოვეს, ხოლო შემდეგ მატჩს ჩემპიონობის მაძიებელ უშუალო კონკურენტთან გამართავენ. ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ 15 სექტემბერს დინამო საბურთალოს უმასპინძლებს.

 

ჩიხურა 1:2 დინამო

 

გოლი: 0:1 ზივზივაძე 7’  1:1 გაბედავა 28’  1:2 კუცია 72’ (55- ე წუთზე ნიკა ნინუამ ვერ გმოიყენა პენალტი. ბურთი ჰამზიჩმა მოიგერია)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე 50’ დობროვოლსკი 57’  კუცია 66’  რუხაია 79’ 

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, კახაბრიშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 76), სარდალიშვილი (ბუხაიძე 88), ბუღრიძე, გაბედავა

დინამო: სიკაჩი, რუხაია, ქაფიანიძე (ლოჩოშვილი 74), თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია, კობოური (შენგელია 65), კუცია (ქარდავა 76), შულაია, ზივზივაძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024