• Geo
  • Eng
20.06.2018
ჭაბუკები სრული სვლით

ოქროს ლიგის 15 და 19 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მორიგი მატჩები გამართეს და მორიგ გამარჯვებას მიაღწიეს. 15 წლამდელებმა სფფ- ს ზუგდიდის აკადემია მიიღეს და 3:0 დაამარცხეს სტუმრები. 2 გოლი ზუგდიდელებს აბუაშვილმა გაუტანა, ერთი შედეგიანი დარტყმა იობაშვილის ანგარიშზეა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი, რომელიც მაქსიმალური შედეგით და გოლგაუშვებლად ლიდერობს, 25 ივნისს საბურთალოს შეხვდება. თავისი მატჩი მოიგო და ასევე უდანაკარგოდ ლიდერობს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდიც. ჩვენმა 19 წლამდელებმა სამტრედია დაჯაბნეს 3:0. გოლები გაბიტაშვილმა, გულდედავამ და გაბუნიამ გაიტანეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 24 ივნისს ლოკომოტივთან ჩაატარებენ.

 

U15 დინამო 3:0 სფფ- ს აკადემია ზუგდიდი

U19 დინამო 3:0 სამტრედია

 

U15 დინამო: შურღაია (ტურძილაძე 55), გოგოტიშვილი (მელაძე 55), სალუქვაძე, ხვადაგიანი, უბილავა (ქავთარაძე 28), გაგნიძე (ბაბლუანი 36), სიჭინავა, აბუაშვილი, სიხარულაშვილი (შენგელია 36), ჩხეტიანი, იობაშვილი (გოგებაშვილი 55)

U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია (კალანდაძე 19), გაბედავა, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, ბერიაშვილი (მოისწრაფიშვილი 63), პ. კიტეიშვილი, გოგობერიშვილი, გულდედავა, გაბუნია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024