• Geo
  • Eng
01.05.2018
2 მაისი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 2 მაისს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამოელებს 2 მაისს თავის ისტორიაში 34 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 18 მოგება თბილისელებს დარჩათ, 7 შეხვედრა ყაიმით დასრულდა და 9- ჯერ მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 40/28 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1940 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტს უმასპინძლა და 4:2 აჯობა მეტოქეს. 2 გოლი ჯეჯელავას ანგარიშზეა, თითო ბურთი აქტივში ბერეჟნოიმ და გაგუამ ჩაიწერეს. 1946 წელს ხარბედიას გოლით ლენინგრადელ თანაკლუბელებს ვაჯობეთ 1:0. ერთი წლის შემდეგ მოსკოვის კრილია სოვეტოვი მივიღეთ. პაიჭაძემ დუბლი შეასრულა და 2:1 მოსკოველებთან. 1949 და 1950 წლებში ფრედ ვითამაშეთ. ხარკოვის ლოკომოტივთან 1:1 ძიაპშიპას გოლით და ერევნის დინამოსთან უგოლოდ. მომდევნო წელს ჯოჯუას გოლით 1:0 გამარჯვება რიგის დაუგავასთან. 1956 წელს ლენინგრადში ზენიტთან დინამოელების სტუმრობა ყაიმით 0:0 დასრულდა. შემდეგ სეზონში კი კუიბიშევის კრილია სოვეტოვს მოუგეთ ღოღობერიძის გოლით 1:0. 1961 წელს მოსკოვში დავმარცხდით ტორპედოსთან 0:1, 1962- ში კი ბაქოს ნეფტიანიკთან 0:0 ვითამაშეთ. შემდეგ ორ სეზონში ორი მარცხი გვქონდა. შესაბამისად დონის როსტოვში ადგილობრივ სკა- თან 0:3 და კიშინიოვში მოლდოვასთან 0:1. 1966 წელს უგოლო ფრე ოდესის სკა- თან. მომდევნო 4 სეზონი 4 მატჩი 2 მაისს და 4 გამარჯვება. 4:2 მინსკში დინამოსთან. დუბლი მეტრეველის და ასათიანის ანგარიშზეა. კიროვობადის დინამოს 2:0 ვაჯობეთ. ასათიანმა და გავაშელმა შეყარეს გოლები. ნოდიას (2) და მეტრეველის გოლებით 3:0 მოგება დონეცკის შახტიორთან. 2:0 ქუთაისის ტორპედოსთან კუტივაძის და რეხვიაშვილის გოლებით. 1971 წელს ერევნის არარატმა ოთხი უპასუხო ბურთით მოგვიგო. 1972 წელს ბაქოს ნეფთჩის ვუმასპინძლეთ და 1:0 ვაჯობეთ. გოლი ნოდიამ გაიტანა. მომდევნო სეზონში ლვოვის კარპატთან დაპირისპირება თბილისელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. თავის გამოჩენა წერეთელმა, ყიფიანმა და ხურცილავამ მოახერხეს. 1974- ში და 1975- ში ორი მარცხი. კიევში დინამოსთან 0:2 და ერევანში არარატთან 0:1. 1976 წელს ქორიძემ გაუტანა კუიბიშევის კრილია სოვეტოვს და დინამომ 1:0 მოიგო. იმავე ანგარიშით ვაჯობეთ 1978- ში დნეპროპეტროვსკის დნეპრს. გოლი ყიფიანმა შეაგდო. შემდეგ წელს ალმა ათის კაირათს ჩელებაძემ გაუტანა ორჯერ. 2:0 დინამოს სასარგებლოდ. 1981- ში ბაქოში დავმარცხდით 0:1 ნეფთჩისთან. 1982 წელს ფრედ 2:2 ითამაშა დინამომ დონეცკის შახტიორთან. ცაავამ და უმცროსმა მესხმა გამოიჩინეს თავი. შემდეგ წელს ოდესაში ჩერნომორეცმა მოგვიგო 4:1. ერთადერთი გოლი შენგელიას ანგარიშზეა. 1986 წელს ვილნიუსის ჟალგირისთან 0:1 და 1987 წელს უგოლო ფრე მინსკის დინამოსთან.

1990-ში დინამომ თბილისის შევარდენი მიიღო და 2:0 აჯობა. გოლები რევიშვილის და გურულის ანგარიშზეა. 1993 წელს თბილისელების და ბათუმის დაპირისპირება იმავე ანგარიშით და დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. არჩილ არველაძემ და ინალიშვილმა გამოიჩინეს თავი. 2012 წელს ზესტაფონში იმარჯვა დინამომ 1:0. გოლი კოშკაძის ანგარიშზეა. 2015 წელს დინამო არენაზე გამართული ქართული დერბი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გოლები ქუთაისელთა კარში თოთაძემ, პაპუნაშვილმა და ჯიღაურმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024