• Geo
  • Eng
29.06.2018
დინამომ კოლხეთი 6:3 დაამარცხა

დღეს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა დაბალ რიტმში დაიწყო, ამას ხელი მაღალმა სიცხემაც შეუწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მეშვიდე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ზუსტი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში მასპინძელთა მცველმა ითამაშა ზუსტად. საპასუხოდ იაროსლავ კვასოვმა გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ არაზუსტად. მატჩის 27- ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, მარჯვენა ფრთიდან ნიკა ნინუამ ჩააწოდა, გიორგი კუციას კი ცოტა დააკლდა და ბურთს კარგად ვერ შესწვდა. შეხვედრაში ანგარიში 32- ე წუთზე გაიხსნა. ილია მიხალიოვმა სტუმართა მცველების არაზუსტი თამაშით ისარგებლა და კოლხეთი დააწინაურა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და ორიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის ტექნიკურად დარტყმული სანტიმეტრებში აცდა კოლხთა კარს. თბილისელთა მასირებულ შეტევებს შედეგი საბოლოოდ 42- ე წუთზე მოჰყვა. ლაშა თოთაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო და ტაიმიც 1:1 მორჩა. მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად განაახლეს. ჯერ მასპინძლებს ჰქონდათ სწრაფი და სხიფათო შეტევა, საპასუხოდ კი ბუდუ ზივზივაძეს მართებდა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა, მარა ოდნავ არაზუსტად ითამაშა დინამოელთა შემტევმა. დედაქალაქელებმა სრულად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და მორიგი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, დასწრებაზე ზივზივაძის დარტყმული გამოდგა არაზუსტი. 59- ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა მარცხენა ფლანგზე ტექნიკურად, მიუახლოვდა საჯარიმოს ხაზს და ძლიერი ტარყმით დინამო დააწინაურა. გოლიდან ერთ წუთში ბუდუ ზივზივაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ აჯობა მეტოქეს. 69- ე წუთზე დინამომ კიდევ ერთხელ აიღო მასპინძელთა კარი. ლაშა თოთაძემ ტავის ნახევრიდან ზუსტი გადაცემით ლევან ხარაბაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხარაბაძემაც ზუსტად ითამაშა და დინამო კიდევ უფრო დააწინაურა. 76- ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა. ზუსტად იაროსლავ კვასოვმა ითამაშა. დინამოელების შეტევები გაგრძელდა და ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ იქნა გამოყენებული. 3 წუთში ფოთელებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს და ლუკა იმნაძის დარტყმულით ანგარიში 3:3 გახდა. დინამოელები მასიურ შეტევებზე გადავიდნენ და ორი გოლიც გაიტანეს. 82- ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა მიხეილ ერგემლიძემ გამოიჩინა. სამიოდე წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა ლამაზი გოლით დუბლი მიითვალა 3:5. 89-ე წუთზე ნიკა ნინუამ ზუსტი დარტყმით მეექვსედ აიღო მასპინძელთა კარი.

მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი 5 ივლისს, დინამო არენაზე გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

კოლხეთი  3:6  დინამო

 

გოლი: 1:0 მიხალიოვი 32’  1:1 თოთაძე 42’  1:2 ო. კიტეიშვილი 59’  1:3 ხარაბაძე 69’  2:3 კვასოვი 76’  3:3 იმნაძე 79’  3:4 ერგემლიძე 82’  3:5 ო. კიტეიშვილი 85’  3:6 ნინუა 89’ 

გაფრთხილება: პანამარიოვი 17’  კვასოვი 34’  მიხალიოვი 37’  ივანიშილი 50’  გოგბერაშვილი 68’ 

 

კოლხეთი: გურგენიძე, მახარაძე, გოგონაია, პონომარიოვი, დანილოვი, მიხალიოვი (არზიანი 77), კაბორე, იმნაძე, ჭეიშვილი (ჯიმშელეიშვილი 80), კვასოვი, გოგბერაშვილი (კაკულია 91)

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, დარცმელია(პ. კიტეიშვილი 89), ივანიშვილი (ბაბუნაძე 82), ო. კიტეიშვილი, კუცია (ერგემლიძე 67), ზივზივაძე

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024