• Geo
  • Eng
04.05.2018
6 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას 6 მაისს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში დინამო რუსთავს შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18.30 დაიწყება.

6 მაისს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს გამართული. 1990 წელს პირველი ჩემპიონატის მერვე ტურში თბილისელებმა ხობში ადგილობრივი კოლხეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გოლების გატანა ზაზა რევიშვილმა და თემურ ქეცბაიამ მოახერხეს. 2000 წელს გამართული შეხვედრა დინამოსა და ბათუმის ბათუმს შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2006 წელს მეჩვიდმეტე პირველობის ოცდამეცხრე სათამაშო დღეს დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ჯაბა დვალის ჰეთ თრიქს თითო გოლი მიხეილ ბობოხიძემ და სანდრო კობახიძემ მიამატეს. 2012 წელს დინამო არენაზე ქუთაისი ტორპედომ 1:0 იმარჯვა.

სსრკ– ს პირველობაზე 6 მაისს დინამომ ექვსი შეხვედრა ჩაატარა. აქედან ხუთში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსი 12/4. 1946 და 1948 წლებში დინამომ მინსკელ სეხნიებს უმასპინძლა და შესაბამისად 3:1 და 2:0 დაამარცხა მეტოქე. პირველ შეხვედრაში გოლები ბორის პაიჭაძემ (ორი) და ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში ანდრო ზაზროევმა და გიორგი აროშიძემ გამოიჩინეს თავი. 1964 წელს ალმათის კაირატთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში გოლები გიორგი სიჭინავამ და მიხეილ მესხმა გაიტანეს. 1971 წელს მანუჩარ მაჩაიძის გოლით დინამომ დონის როსტოვში ადგილობრივი სკა დაამარცხა. 1973 წელს მტკვრისპირელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრს უმასპინძლეს. თბილისელებმა ზორბეგ ებრალიძისა და ზურაბ წერეთელის შედეგიანი თამაშით 2:0 დაამარცხეს სტუმრები. 1985 წელს დინამომ საკუთარ არენაზე ბაქოს ნეფთჩი მიიღო და 2:1 იმარჯვა. შეხვედრაში თავი თენგიზ სულაქველიძემ და რამაზ შენგელიამ გამოიჩინეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024