• Geo
  • Eng
02.05.2018
16 წლამდელებმა ყაზახეთი დაამარცხეს

უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა თავის პირველ შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და დინამოელმა თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს. მის გარდა დინამოელთაგან შეხვედრაში ლუკა ხარშილაძემ, ლაშა კვარაცხელიამ, საბა ხვადაგიანმა, ზურაბ ერაძემ, გიორგი მირზიკაშვილმა და დავით ზურაბიანმა იასპარეზეს. შეცვლაზე კი ნიკა შურღაია და ლევან ოსიყმაშვილი შევიდნენ. 4 მაისს საქართველო რუმინეთს შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024