დინამო თბილისი მარტვილში მიმდინარე მომავლის თასი 2018- ის გათამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში კახა გოგოლაძის გუნდი ხობის კოლხეთს შეხვდა და 2:0 იმარჯვა. გოლები ნაჭყებიას და კერესელიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის იმართება, ხოლო დინამო ერთი წლით უმცროსი გუნდით ასპარეზობს. დინამოელებმა ფინალამდე ზესტაფონის მარგვეთს მოუგო 5:0, ზუგდიდის ბაიას 1:0 აჯობეს და დამარცხდნენ ფოთის კოლხეთთან 1:2. თბილისელები ფინალში მარტვილის დინამოს შეხვდებიან.
დინამო თბილისი 2:0 კოლხეთი ხობი
დინამო: საური, პატარკაციშვილი, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, თურქია, შაშიაშვილი, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ვარსემაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: საჯაია, ჩიკვილაძე, ბურდიშვილი, ინაიშვილი, კერესელიძე, ბერძენიშვილი