• Geo
  • Eng
09.05.2018
17 წლამდელების გამარჯვება რუსთავთან

ჭაბუკთა ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მეშვიდე შეხვედრა ჩაატარეს და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს. პირველ და 19 წლამდე გუნდების დარად, გოჩა ჩიქოვანის კრებულიც რუსთავს დაუპირისპირდა. თბილისელებმა მეზობლებს აკადემიის მოედანზე უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. ქველაძემ და ლომთაძემ დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც ჯანგველაძემ გაიტანა. დინამოელები მაქსიმალური შედეგით ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. მომდევნო მატჩს 17 წლამდელები 12 მაისს ავაზა 2- ის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U17 დინამო 5:0 რუსთავი

U17 დინამო: კუტალაძე (ტურძილაძე), თუდები (მელიქიშვილი), ჭავჭანიძე, კალანდაძე (ჩიჩუა), წაქაძე, მექვაბიშვილი (სანებლიძე), კოპალეიშვილი (კაჭარავა), ფარულავა, ჯანგველაძე, ქველაძე, ლომთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024