• Geo
  • Eng
06.05.2018
დინამომ რუსთავს 2:0 მოუგო

მეათე ტურის მატჩი რუსთავსა და დინამოს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თამაშის დაწყებამდე ოთარ კიტეიშვილს პირვლი წრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა. მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს. 23- ე წუთზე თამაზ მაქაცარია გაცდა დინამოს მცველებს და ბოლო მომენტში დემეტრე ბულისკერიას ვეღარ აჯობა. დინამოელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტის, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 33- ე წუთზე კი კახი კაჭარავამ ლაშა ქოჩლაძის ნაცვლად მოედანზე ნიკა ძალამიძე შეუშვა. ცოტახანში რუსთაველთა კარში სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ნიკა ნინუას დარტყმული კი ნუკრი რევიშვილმა მოიგერია. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი გუნდებმა პირველთან შედარებით გაცილებით აქტიურად განაგრძეს. დინამოელთა რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ რუსთაველებს ჰქონდათ კარგი სიტუაცია, მაკრატელათი ბექა მიქელთაძე ცდილობდა გატანას, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 61- ე წუთზე კი აკაკი შულაიამ ინდივიდუალური ოსტატობით ჩამოიტოვა მცველი და ძლიერი მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამომ მეორე გოლიც მალე გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი. გიორგი ივანიშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ზუსტად კაპიტანმა შეასრულა. შულაიას კიდევ ერთი გოლის გატანა 83- ე წუთზე შეეძლო. ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულს ერთი შეხებით ასრულებდა, ბურთი კი სანტიმეტრებით აცდა კარს. ორიოდე წუთში ბუდუ ზივზივაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ნუკრი რევიშვილს ვერ აჯობა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 13 მაისს დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

 

გოლი: 0:1 შულაია 61’  0:2 კიტეიშვილი 66’

გაფრთხილება: ცხოვრებოვი 65’  ხადარცევი 72’ 

 

რუსთავი: რევიშვილი, პაპავა, მაქაცარია (მარცვალაძე 80), გეგეჭკორი, მიქელთაძე (ფონიავა 87), ცინცაძე, კობახიძე, ხადარცევი (ენდელაძე 77), ცხოვრებოვი, გაბულოვი, ცარიკაევი

დინამო: რევიშვილი, რუხაია, ივანისენია, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ქოჩლაძე (ძალამიძე 33), შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 87), ზივზივაძე (ბაბუნაძე 88)

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024