• Geo
  • Eng
17.05.2018
15 და 17 წლამდელების გამარჯვება თელავში

ჭაბუკთა ლიგაში მეცხრე ტურის მატჩები ჩაატარეს დინამოს 15 და 17 წლამდე გუნდებმა. დინამოელები თელავს ესტუმრნენ და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მეტოქე ექვსი უპასუხო გოლით დაჯაბნა. სიჭინავას ჰეთ თრიქს, სიხარულაშვილმა დუბლი მიამატა და ერთი გოლიც გოგოტიშვილმა გაიტანა. 15 წლამდელები სატურნირო ცხრილს მაქსიმალური შედეგით უდგანან სათავეში. იგივე სატურნირო მდგომარეობით დაიკვეხნის გოჩა ჩიქოვანის გუნდი, რომელმაც მასპინძლებს 2:0 აჯობა. თავი ლომთაძემ და კოპალეიშვილმა გამოიჩინეს. მომდევნო შეხვედრებს ჩვენი ჭაბუკები 26 მაისს ნორჩ დინამოსთან ჩაატარებენ.

 

U15 თელავი 0:6 დინამო

U17 თელავი 0:2 დინამო

 

U15 დინამო: ტურძილაძე (მოდებაძე 36), გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, უბილავა (სალუქვაძე 25), გაგნიძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, შენგელია (მელაძე 36)

U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე (ერაძე), კალანდაძე, წაქაძე, ქველაძე (მორჩილაძე), ჯანგველაძე, სანებლიძე (ჩიჩუა), კოპალეიშილი, ფარულავა (კაჭარავა), ლომთაძე (ზურებიანი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024