• Geo
  • Eng
20.07.2018
დინამო დუნაისკა სტრედასთან დამარცხდა

დღეს დინამო არენაზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დუნაისკა სტრედას უმასპინძლა. მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და მასპინძლებმა პირველივე წუთზე სახიფათოდ შეუტიეს. კიდევ ერთი შეტევა, რომელშიც მიხეილ ერგემლიძე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. დინამოელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. 23- ე წუთზე დმიტრო ივანისენიამ გაისროლა ყუმბარისებურად, ბურთი კი მცველს მოხვდა და ოდენ კუთხური დაინიშნა. სულ ცოტახანში კი პატრიკ მაცეიმ ორჯერ იხსნა თავისი კარი აშკარა ხიფათისგან. სლოვაკთა ჩეხმა მეკარემ ჯერ ბუდუ ზივზივაძეს აუღო ძლიერი დარტყმული, შემდეგ კი აკაკი შულაიას გასროლილი მოიგერია. 35- ე წუთზე უკვე დინამო გადაურჩა გაშვებულ გოლს, იუსუფ ბაიოს დარტყმული სანტიმეტრებში აცდა მასპინძელთა კარს. ამ მომენტიდან სულ ცოტახანში კი შულაიას არ გაუმართლა. ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მან კარის ახლო მანძილიდან რეალური შანსი ვერ გამოიყენა. 41- ე წუთზე კი დინამოელთა მასირებული შეტევები საბოლოოდ ლოგიკურად დასრულდ და ბუდუ ზივზივაძემ უკვე საპასუხო შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი 1:0. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი ორივე გუნდმა ოდნავ ქაოტურად დაიწყო და ბევრი იყო ტექნიკური წუნი იყო მოედანზე. 63- ე წუთზე დემეტრე ბულისკერიამ იხსნა დინამოელთა კარი, მან ერთი ერთზე გასულ ვუკუნ ბაიოს დარტყმული მოიგერია. შეტევებს თბილისელებმაც უმატეს დ ორჯერ აკაკი შულაია გაიჭრა მეტოქის კარისკენ, მაგრამ უშედეგოდ. 79- ე წუთზე შუალაის კარგი თამაშის შემდეგ შეცვლაზე შემოსული მათე ვაწაძე ამწვავებდა თამაშს, მისი ძლიერად დარტმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 86- ე წუთზე სტუმართა შეტევა ვაკუნ ბაიოს ზუსტი დარტყმით დასრულდა 1:1. ბაიომ რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და გამარჯვების გოლიც გაიტანა. შეხვედრაც ესეც დასრულდა.

 

დინამო თბილისი  1:2  დუნაისკა სტრედა

 

გოლი: 1:0 ზივზივაძე 41’  1:1 ბაიო 86’  1:2 ბაიო 90+4’ 

გაფრთხილება: ლიუბიჩიჩი 60’  ბაიო 67’  ლოჩოშვილი 77’  მ. ვიდა 90+1’ კიტეიშვილი 90+5’

 

დინამო თბილისი: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია, შულაია, კიტეიშვილი, ერგემლიძე (ივანიშვილი 88), ზივზივაძე (ვაწაძე 74)

დუნაისკა სტრედა: მაცეი, ლიუბიჩიჩი (მ. ვიდა 72), ჰუკი, პაჩინდა, კ. ვიდა (ტრეტიაკოვი 80), ბაიო, ჰერცი, კოშტრნა, ე. დევისი (კალმარი 58), შატკა, ზაჰუმენსკი

 

მსაჯი: დიმიტარ მეკაროვსკი (მაკედონია)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024