ხუთშაბათს, 19 ივლისს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპის ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი დუნაისკა სტრედას უმასპინძლებს. ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა ოთხშაბათს - 18 ივლისს 17.00 საათზე დინამო არენას მედია დარბაზში მოხდება.
17 საათსა და 30 წუთზე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის - კახი კაჭარავას მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენაზე გაიმართება.
18 საათსა და 45 წუთზე თბილისელთა ვარჯიში დიღმის ბაზაზე ჩატარდება. მედია საშუალებებისთვის პირველი 15 წუთიგახსნილი იქნება.
სტუმარი გუნდის მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენაზე 20 საათსა და 30 წუთზე შედგება, ხოლო ვარჯიში 21.00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. დუნაისკა სტრედას ვარჯიშიც პრესისთვის გახსნილი პირველი 15 წუთი იქნება.