19 ივლისს დინამო უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი დუნაისკა სტრედას დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას მაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 43 წლის დიმიტარ მეკაროვსკი გახლავთ. მას ასისტენტობას დეიან ნედელკოსკი და გიოცე პეტრესკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დეიან იაკიმოვსკი იქნება. მატჩის დელეგატია ბულგარელი მიხაილ კასაბოვი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი უკრაინელი ვასილი მელნიჩუკი გახლავთ.