გაცნობებთ, რომ დაიწყო მედია აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება, უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დუნაისკა სტრედა დაუპირისპირდებიან. მსურველთა განაცხადების მიღება გაგრძელდება 17 ივლისის ჩათვლით.
მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ:
მედია საშუალების დასახელება:
სახელი და გვარი (ვიზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):
მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი, ვებ გვერდი, ოპერატორი, ფოტოგრაფი):
მედია საშუალების ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:
აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი დასაკონტაქტო ნომერი:
განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge
მსურველებს დასტური ეცნობებათ მეილზე.
აკრედიტაციები გაიცემა ოთხშაბათს, 18 ივლისს დინამო არენას მედია დარბაზში.