• Geo
  • Eng
19.05.2018
დინამომ სამტრედიას მოუგო

დღეს ლანჩუთში ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრაში პირველი რეალური სახიფატო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მე- 17 წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით დმიტრო ივანისენია გზავნიდა სამტრედიის კარში. ბურთი ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. ხუთ წუთში დავით კირკიტაძემ თბილისელთა საჯარიმოში ითამაშა კარგად, მაგრად არაზუსტად დაარტყა და მომენტიც განიმუხტა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი მე- 40 წუთზე გამოიღო. სამტრედიელთა საჯარიმოსთან ბუდუ ზივზივაძემ იაქტიურა, მეტოქეს ბურთი აართვა, მისი ჩაწოდებით კი ოთარ კიტეიშვილმა ისარგებლა და კაპიტანმა თავისი გუნდი დააწინაურა. სამიოდე წუთში მასპინძლებმა ითამაშეს სახიფათოდ, თუმცა ბოლო მომენტში ხაბეიშვილის დარტყმული ზევიდან გადაცდა თბილისელთა კარს და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წამს დემეტრე ბულისკერიამ ითამაშა კარგად და კუთხურზე უკუაგდო ბურთი. მეორე ტაიმი საკმაოდ აქტიურად გაგრძელდა. სათამაშო უპირატესობა დინამომ იგდო ხელთ, რაზეც მასპინძლები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. დედაქალაქელებმა მეორე გოლი 70- ე წუთზე გაიტანეს. ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ ბურთი დმიტრო ივანისენიამ დაამუშავა, ძლიერად გაისროლა და ბურთი ჯერ ხარიხას გაარტყა, იქიდან კი კარში აღმოჩნდა. ეს უკრაინელი ლეგიონერისთვის დინამოელთა ფორმით გატანილი სადებიუტო გოლი აღმოჩნდა. დინამო ბევრს უტევდა, რამდენიმე მომენტიც გაუშვეს ხელიდან, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს და შეხვედრაც დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო 25 მაისს ქუთაისში ტორპედოსთან ჩაატარებს.

 

სამტრედია  1:2  დინამო

 

გოლი: 0:1 კიტეიშვილი 40’  0:2 ივანისენია 70’  1:2 ა. ნინუა 90+2’

გაფრთხილება: ხარაბაძე 44’  ქარქუზაშვილი 52’ 68’  შულაია 76’  ლოჩოშვილი 83’  თოთაძე 88’ 

გაძევება: ქარქუზაშვილი 68’ 

 

სამტრედია: მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი (ა. ნინუა 46), ახალაძე, ქარქუზაშვილი, ჩაცუა, დაუშვილი, კირკიტაძე, ერისთავი (ფატიჩი 34), მესიაჩენკო (ოლხოვი 74), გი, ხაბეიშვილი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნ. ნინუა, ივანისენია, შულაია (ძალამიძე 79), კიტეიშვილი, ხარაბაძე (ივანიშვილი 71), ზივზივაძე (ერგემლიძე 88)

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024